სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც გუშინ გავრცელდა – გუშინ ღამით ყველასთვის კარგად ცნობილმა და საყარელმა მსახიობმა თავი მოიკლა…

loading...

ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, სუშან სინგჰ რაჯპუტი 34 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოდ მსახიობმა თავი მოიკლა. მუმბაის პოლიცია სწორედ ამ ვერსიას განიხილავს. რაჯპუტის გარდაცვალებას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გამოეხმაურა, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
ასევე ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ რაჯპუტის ყოფილი მენეჯერი, 28 წლის დიშა სალიანი მე-14 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ამ ფაქტმა მსახიობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია.

ფოტო პირობითია

imedinews.ge

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*