პაატა იმნაძის შემაშფოთებელი მიმართვა ხალხს! სხვა გამოსავალი არ გვაქვს… თუ არადა….

loading...

,,გამოსავალი არ გვაქვს, ან წესებს დავემორჩილებით, ან გვექნება კორონა და მერე დავივიწყოთ ტურიზმიც, ეკონომიკის განვითარებაც და ყველაფერი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი ციფრები ძალიან საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა.
„ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელი ციფრები ძალიან საგანგაშოა, თუმცა ძალიან საყურადღებოა. ჩვენ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, რაც არის უმარტივესი – ნიღაბი დახურულ სივრცეში, მაქსიმალური ფიზიკური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება“, – განაცხადა იმნაძემ.
კითხვაზე, შეცვლის თუ არა საჯარიმო სანქციები მოქალაქეთა ნაწილის დამოკიდებულებას, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ძნელი სათქმელია, საჯარიმო სანქციები რამდენად იმოქმედებს, მაგრამ ალბათ გავლენას იქონიებს.
„ვერ გეტყვით, საჯარიმო სანქციები ამაზე რამდენად იმოქმედებს, თუმცა, ხომ გახსოვთ, ყველას ეგონა, რომ ქართველი ღვედს არასოდეს გაიკეთებდა, მაგრამ საჯარიმო სანქციებმა ყველას გააკეთებინა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რეზონანსი

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*