“ძლივს საუბრობდა იმდენს ახველებდა… კარანტინი არ უნდოდა…” – ახლახანს დათო გომართელი იტალიიდან ჩამოვიდა, დამალა საიდანაც მოდიოდა და სახლში წავიდა

loading...

„ვისაც გომართელთან ამ დღეებში კონტაქტი გქონდათ მიმართეთ შესაბამის სამსახურს“ – ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:

„ყველას ყველას, ყველას!!! განსაკუთრებით შსს და იმ უწყებებს ვისაც ეს ეხება ამ ათიოდე დღის წინ იტალიიდან საქართველოსკენ იმგზავრა მომღერალმა და აწ უკვე იტალიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა დათო გომართელმა!!!

იგი ჯერ მოსკოვში ჩაფრინდა, შემდეგ ერევანში და ერევნიდან თბილისში შემოვიდა! მას არსად უთქვამს რომ იტალიიდან დაიწყო აღნიშნული მარშრუტი და გუშინ, მან ერთ-ერთ ცნობილ ინფექციონისტს დაურეკა -,,უხმაუროდ მომიგვარე ტესტის ჩაბარება,,-ო და ტელეფონში რამდენჯერმე ძლიერადაც ჩაუხველა!!! ინფექციონისტმა,,მე როგორ უნდა მოგიგვარო,ამდენი ხანი სად იყავი რატომ არ გამოცხადდი აქამდე, საზღვრები დაკეტილია და როგორ შემოხვედი საქართველოშიოო?,, მოკლედ და კონკრეტულად ეს ძალიან ,,სვეწკი ,,პეროიანი სახეროჟები,, უფრო საშიშები არიან და ეს გაითვალისწინონ შესაბამისმა უწყებებმა! ვისაც გომართელთან ამ დღეებში კონტაქტი გქონდათ მიმართეთ შესაბამის სამსახურს და ჩააბარეთ ანალიზი! წყარო არის ძალიან სარწმუნო და გადამოწმებას არ ექვემდებარება!“ – წერს ირინა გოგოსაშვილი.


სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „პროგრესნიუსმა“ დავით გომართელთან დაკავშირება სცადა, თუმცა მომღერალმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*