ამას არავინ მოელოდაა! ამ წუთებში გიორგი გაბუნიამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

loading...

გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა დაიცავს – ჟურნალისტმა, იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიიღოს პროკურატურის შეთავაზება და შესაბამისად, ის არის თანახმა, პირად მცველებთან ერთად მის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებმა იზრუნონ.
ამასთან დაკავშირებით დეტალები შეთანხმდება ხვალ, როდესაც გიორგი გაბუნიას ადვოკატი მივა პროკურატურაში და საბოლოო დეტალებს შეათანხმებს.
ეს შეთავაზება გაბუნიამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღო, სადაც ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით. როგორც გიორგი გაბუნიამ განმარტა, მისგან, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ძირითადად აინტერესებდათ, რა ინფორმაციას ფლობდა ამ საქმესთან დაკავშირებით და თავად თუ გრძნობდა მასზე მიმდინარე თვალთვალს.
გიორგი გაბუნიამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, გრძნობდა და იცოდა, რომ მას უთვალთვალებდნენ.

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*