„ჩემი გიო აღარ არის ღმერთო“ – გარდაცვლილი ფეხბურთელის დის სულისშემძვრელი პოსტი

loading...

წყარო: primetime.ge

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის და, ანა შაქარაშვილი სოციალურ ქსელში ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„ჩემი გიო აღარ არის ღმერთოოო“

საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი თემურ მონიავა არ აკონკრეტებს, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარს.

მისვე თქმით, 4 დღის განმავლობაში უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა სამაშველო ოპერაციის კოორდინირება.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს. ამ ოთხი დღის განმავლობაში სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, ასევე 7 გასაბერი ნავი, შესაბამისი საძიებო სისტემით აღჭურვილი, რომელიც სკანირებას ახდენს მთლიანი წყლის ქვედა პერიმეტრის,“ – განაცხადა მონიავამ.

შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ გაუჩინარებული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა მაშველებმა წყალში დღეს იპოვეს.

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*