საზარელი შემთვევა-რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ყელი გამოჭრეს

loading...

ქუთაისში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი, სავარაუდოდ, მოკლულია. როგორც “მთავარ არხს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეზობლები ამბობენ, რომ ბინიდან ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. მათივე თქმით, ქალს ყელის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ახალგზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. იქ ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქალებს ყველაზე ხშირად ქმრები, პარტნიორები, ყოფილი ქმრები და ყოფილი პარტნიორები კლავენ. ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ პროკურატურის მონაცემებით, ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა: ამ წელს 35 ქალი მოკლეს. შემდგომ წლებში ეს რიცხვი შემცირდა, თუმცა გაიზარდა ფემიციდის მცდელობის მაჩვენებელი.

სახალხო დამცველს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალური, უფასო საკონსულტაციო ცხელი ხაზიც აქვს შექმნილი – 116 006.

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*