ძალიან სასიხარულო ინფორმაცია! მამუკა ხაზარაძე კორონავირუსის პერიოდში მთელ საქართველოს დაეხმარება!

loading...

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე კორონავირუსის წინააღმდეგ  ბრძოლაში საკუთარი ფინანსური წვლილის შეტანას აპირებს და პირველადი  შენატანის სახით, 100 ათასი ლარის კონტრიბუციის განხორციელებას იწყებს.

,,მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე მამუკა ხაზარაძე, მიუხედავად  იმისა, რომ მოგონილი ბრალდების საფუძველზე, დაყადაღებული მაქვს პირადი  ანგარიშები, ვაპირებ ჩემი წვლილი შევიტანო ამ მნიშვნელოვან საქმეში. ჩემი  ოჯახი გააკეთებს 100 ათასი ლარის პირველ კონტრიბუციას მოქალაქეების  დასახმარებლად შექმნილ სხვადასხვა ფონდში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ  გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ! – ერთობით ჩვენ ამ განსაცდელზე  გავიმარჯვებთ!

ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში ჩვენ,  საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა,  მრწამსისა და დამოკიდებულებებისა, ვახერხებდით გაერთიანებას ჩვენ წინაშე  მდგომ ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად. დღეს ზუსტად ასეთი პრობლემის  წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენ გვჭირდება ერთიანობა!

მე აღარ ვარ ბიზნესში, ვარ პოლიტიკაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა,  ვაპირებ, ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ამ საქმეში. ასევე,  მივმართავ და მოვუწოდებ ჩემს ყოფილ ბიზნეს პარტნიორებს და მეგობრებს –  გავერთიანდეთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ეპიდემიის წინააღმდეგ  ბრძოლაში. დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ ექიმებისგან სამოქალაქო გმირობის  მაგალითებს, ასევე სამოქალაქო თვითორგანიზებას, რომელიც მისაბაძი და  მხარდასაჭერია. მაგალითად, ახალგაზრდა ადამიანებმა შექმნეს ჯგუფი  „დავეხმაროთ მოხუცებს“ და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნავენ. Covid 19-ის  გავრცელების წინააღმდეგ შეიქმნა პლატფორმა „ერთიანობა“, რომელიც ახდენს  მოხალისეების მობილიზებას, მუშაობს ვებგვერდი, რომელიც იმ მოსწავლეებს  ეხმარება ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და დისტანციურ გაკვეთილებს ვერ  იღებენ, ბიზნეს-ომბუდსმენთან იქმნება საკოორდინაციო პლატფორმა. ყველა ასეთი ინიციატივა მისაბაძია. ვუერთდები და მივესალმები“, – აცხადებს მამუკა  ხაზარაძე.

loading...

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*